არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ვარსკვლავების უცნაური სექს-აღიარებები

სექს-სიმბოლომ სექსზე ყველაფერი უნდა იცოდეს; ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ მაინც. ამის მტკიცებულებად ჩვენ შევაგროვეთ ვარსკვლავების ციტატები, რომელთაგან ბევრი ნამდვილად გაგაოცებთ.

საკუთარი თავის მიმართ სიყვარული
"ნუ უგულებელყოფთ მასტურბაციას, რამეთუ ეს არის სექსი იმასთან, ვინც ყველაზე მეტად გიყვართ", — ვუდი ალენი, რეჟისორი.

"რაც უფრო ადრე იწყებს ადამიანი მასტურბირებას, მით უკეთ აეწყობა მისი სექსუალური ცხოვრება. მაგალითად, მე ბევრი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს მივდგომოდი საკუთარ თავს საჭირო კუთხით. სპეციალურ წიგნებსაც კი ვკითხულობდი და სარკის წინ შიშველიც ვდგებოდი, რათა საკუთარ სხეულთან ჰარმონიაში მოვსულიყავი", — კიმ კეტროლი, მსახიობი.

კარგზე
"სექსი მანქანაში! როცა გსურს, რაღაც გიჟური და არანორმალური ჩაიდინო, მანქანის უკანა სავარძელი – ეს ყველაზე შესაფერისი ადგილია ამის გასაკეთებლად", — სკარლეტ იოჰანსონი, მსახიობი.

"ჩემი აზრით, იმაზე საშინელი არაფერია, ვიდრე ქალი, რომელიც ტყავიდან ძვრება იმისათვის, რომ სექსუალურად მოაჩვენოს თავი გარშემომყოფებს", — კრისტიან ბეილი, მსახიობი.

"ძალიან სექსუალურად მეჩვენება, როცა ქალს აცვია თავისი საყვარელი მამაკაცის მაისური და ტრუსები", — კელვინ კლაინი, დიზაინერი.

"მომწონს კლუბებში სიარული და ცეკვა. სწორედ იქ ვგრძნობ თავს ნამდვილად სექსუალურად – და

უბრალოდ კი არ ვგრძნობ, ზუსტად ვიცი, რომ ასეა!" – სანდრა ბალოკი, მსახიობი.

"შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე სექსუალურია – იჯდე სახლში მყუდროდ და მშვიდად: იჯდე სახლში ადამიანთან, ვისაც შენსავით უყვარს შინ ყოფნა", — ჯენიფერ ლოპესი, მომღერალი.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი