22.08.2015 15:53
მუცლის სწრაფად მოშორების საოცარი მეთოდი პირსახოცით - იაპონელი ექიმის უნიკალური აღმოჩენა
სწრაფი და ეფექტური გახდომა – ზღაპრად და მითად წარმოგვიდგენია, თუმცა, აი, უკვე ათეული წელია, იაპონელი ექიმი ფუკუცუძი ქალებს უმოკლეს დროში წონის მოცილებაში ეხმარება და ეს ყოველგვარი დიეტის, გამთანგავი ფიზიკური ვარჯიშისა და ფულის ხარჯვის გარეშე ხდება.
თქვენ ალბათ იტყვით, უფასო და სწრაფი გახდომა ზღაპარიაო. არ არის ასე!
მეთოდი, რომელიც იაპონელმა თავის წიგნში აღწერა, აზიაში 6-მილიონიან ტირაჟად გაიყიდა. წიგნში მოთხრობილი მეთოდისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ დიდი პირსახოცი, მყარი, მსხვილი ძაფი, ჰორიზონტალური ზედაპირი და დღეში 5 წუთი.
მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვენ წევხართ სწორ ზედაპირზე და წელის ქვეშ ამოდებული გაქვთ რულონივით დახვეული პირსახოცი. შედეგად მუცელი ქრება. რამდენიმე სანტიმეტრად დახვეულ პირსახოცზე წოლისას წინ წამოიწევს მკერდი, სწორდება ხერხემალი და სიმაღლეც კი გემატებათ. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრობით მოგიყვებით...
მთელი რიგი ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ ექიმმა ფუკუცუძიმ თავისი ჰიპოთეზის მართებულობა დაამტკიცა და შეიმუშავა ვარჯიში სწრაფად გასახდომად. თუმცაღა, ამას ვარჯიშს ვერც ვუწოდებთ.
მაშ ასე, თავდაპირველად მჭიდროდ დაახვიეთ პირსახოცი. შემდეგ შემოახვიეთ მას თოკი ან მსხვილი ძაფი (გამოდგება ლენტიც). თუ წელის ტკივილები გაწუხებთ, შედარებით თხელი პირსახოცი აიღეთ.
ახლა იდეალურად სწორ ზედაპირზე (რბილი საწოლი და დივანი ამისათვის არ გამოდგება, უმჯობესია, იატაკზე დააფინოთ პლედი ან სავარჯიშო ლეიბი) დახვეული პირსახოცი ამოიდეთ წელის ქვეშ. უფრო კონკრეტულად კი...
ფრთხილად ვწვებით ზურგზე, ხელით გვიჭირავს პირსახოცის მუთაქა, რომელიც ზუსტად ჭიპის გასწვრივ უნდა იდოს! ეს მნიშვნელოვანია! ვამოწმებთ პოზის სისწორეს, საჩვენებელი თითით ჭიპიდან პირსახოცის რულონამდე ვხაზავთ წრეს...
მოდუნდით.
ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ და ფეხის წვერები შეართეთ ისე, რომ ერთმანეთს მხოლოდ დიდი თითები ეხებოდეს.
ხელები წაიღეთ თავს უკან, ხელისგულები ქვემოთ უნდა იყოს მიმართული, ნეკა თითები კი — შეერთებული. დააკვირდით! მთავარია, რომ ფეხების ცერა თითები და ხელების ნეკები ერთმანეთს ეხებოდეს.
სულ ეს არის! ამ პოზაში უნდა იწვეთ 5 წუთი.
მარტივია?
ძალიან! თუმცა ერთი სირთულე მაინც არსებობს. თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, თქვენი ჩონჩხი მაშინვე მიიღებს მისთვის ბუნებრივ ფორმას. და ეს პროცესი შესაძლოა, მტკივნეული იყოს. თუ თქვენ გაგიჭირდათ 5 წუთი ამ პოზაში გაჩერება, დაიწყეთ ჯერ ორი წუთიდან და ყოველდღე მოუმატეთ დრო, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ 5 წუთი უნდა დაჰყოთ ამ პოზაში. და არ უნდა გამოტოვოთ არცერთი დღე, თუ გსურთ, რომ შედეგი მართლაც მიიღოთ.
თავისი არსით, ეს მეთოდი გაჭიმვის ერთ-ერთი სახეობაა. თუმცა ამ დროს არა მხოლოდ კუნთები იჭიმება, არამედ ჩონჩხიც.
თუ პირსახოცის რულონს მკერდის გასწვრივ, ბეჭებქვეშ ამოიდებთ, მკერდი ნელ-ნელა წინ წამოიწევს და ლამაზ ფორმას მიიღებს. თუ პირსახოცს თეძოების ქვეშ ამოიდებთ, წელის ხაზი უფრო გამოიკვეთება და მოხდენილი გახდება.
თუნდაც არ დაიჯეროთ ამ მეთოდის ეფექტურობის, ღირს მოსინჯვა იმის მაგივრად, რომ ყლაპოთ ათასი ტაბლეტი ვითომდა სწრაფად გახდომისთვის.
ეს მეთოდი ერთ კვირაში იძლევა შედეგს, მაგრამ როგორც პრაქტიკიდან ჩანს, გოგონებმა პირველივე მეთოდზე მოიკლეს წელზე 4 სანტიმეტრამდე და მოიმატეს სიმაღლეში 1 სანტიმეტრი. თუმცა, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და რა სისწრაფით მიიღებთ თქვენ შედეგს, ამას თავად ნახავთ.
მაგრამ ერთს კი ირწმუნება ვარჯიშის შემქმნელი: მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა. მაშინ რატომ არ უნდა ვცადოთ?
რჩევები:
კარგი იქნება, თუ პირველ ჯერზე ვინმე გააკონტროლებს თქვენი პოზისა და პირსახოცის მდებარეობის სისწორეს.
საათი დადეთ ისეთ ადგილას, რომ ხედავდეთ.
5 წუთის გასვლის შემდეგ ფრთხილად გადაგორდით პირსახოცის რულონიდან და 1 წუთის განმავლობაში იწექით.
შემდეგ წამოჯექით ფრთხილად და კიდევ 1 წუთი დაჰყავით ამ მდგომარეობაში. ფრთხილად, აუჩქარებლად ადექით. შეიძლება გაგიჭირდეთ.
3 წუთში ჩიტივით იქნებით.
თუ ვარჯიშს ძილის წინ გააკეთებთ, ჩვილივით დაგეძინებათ.
თუ დილით გააკეთებთ, მთელი დღე ენერგიულად და მსუბუქად იგრძნობთ თავს.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › თქვენ ალბათ იტყვით, უფასო და სწრაფი გახდომა ზღაპარიაო. არ არის ასე!