არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

პროდუქტები, რომლებსაც დიეტოლოგები არ მიირთმევენ

პროდუქტები, რომლებსაც დიეტოლოგები არ მიირთმევენ
პროდუქტები, რომლებსაც დიეტოლოგები არ მიირთმევენ
ჩვენ რამდენიმე ცნობილი ევროპელი დიეტოლოგისა და კვების ექსპერტის კვების რაციონს გადავხედეთ და მათი რჩევები და მითითებები შევაგროვეთ. რატომ? ამას ახლავე აგიხსნით. თუმცა ჩამონათვალის გრძელი სიაც გაგაოცებთ.
არასოდეს ვჭამ:
— სენდვიჩის მსგავს საკონდიტრო ნაწარმს, ორ ორცხობილას შორის კრემი ან ჯემი — ეს არის ძალიან კალორიული პროდუქტი, ქიმიური დანამატებით გაჯერებული, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს ორგანიზმისთვის.
— ფასტფუდი: კარტოფილი ფრი, ზეთში შემწვარი ღვეზელები და ფენოვანი ცომის ორცხობილები. აგრეთვე, ყველა ის პროდუქტი, რომელიც კარტოფილი ფრის მსგავსად ფრიტიურში, ბევრ ზეთში იწვება.
— მაღაზიაში ნაყიდ გაყინულ ბლინებს, პელმენსა და სხვა მსგავს პროდუქტს.
— კარტოფილის ჩიფსებს, თეთრ ბრინჯს. შეცვალეთ იგი ყავისფერით, რომელიც თეთრზე ათასჯერ სასარგებლოა. იგი არ გადის დამუშავებას და მდიდარია კალიუმით, რკინით და მაგნიუმით.
— არ ვსვამ გაზიან სასმელებს, მუყაოს ყუთის წვენებს. ისინი საღებავების, ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების მეტს არაფერს შეიცავს. თუ ვერ ითმენთ, ისე გინდათ გაზიანი სასმელი დალიოთ, ერთ ჭიქა მინერალურ გაზიან სასმელში ლიმონი ჩააწურეთ.
— მაიონეზს, მარგარინს.
— მაღაზიის რძეს. არც სოიოს რძეს. თავად სათაური უკვე არაჯანსაღად ჟღერს.
— თხილეულს, რომელსაც გაუვიდა ვადა და არაფერი სასარგებლო აღარ დარჩა. აგრეთვე, მოხალულ თხილს, რომელსაც ობისა და ცუდი გემოს დასაკარგავად ხალავენ.
— მზა მიუსლის — მასში იმდენი შაქარი და ქიმიური დანამატია, რომ ჩირებისა და თხილის მიუხედავად, სასარგებლო პროდუქტს ვერ დავარქმევთ.

— იოგურტს, შეფერადებულს და სხვადასხვა არამატით გაჯერებულს. დამერწმუნეთ, მასში სასარგებლო არაფერია.

— სიმინდს. თუ თქვენს ბაღში, რეგიონში არაა მოყვანილი, მაშინ გენმოდიფიცირებულია და არც მისი კონსერვის ჭამას გირჩევთ.
— ღორის ხორცს. რომ იცოდეთ, როგორ და რით ზრდიან საქონელს, არც თქვენ შეჭამდით.
— თეთრი ფქვილის ნაწარმს, პურს. განსაკუთრებით, მაღაზიაში, საცხობში ნაყიდ ფუნთუშებსა და ღვეზელებს, რომლებსაც არ ვიცით, რა ცხიმითა და ფქვილით ამზადებენ.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი