22.08.2015 15:32
"ამ ზღაპრით რომ შემიყვარდი, მაპატიე, რომ გული ვერ მოგეცი, დანკო"
განო მელითაური სოციალურ ქსელში იმ დღეს იხსენებს, როდესაც კოტე თოლორდავა შეუყვარდა.
"ვერცხლის წყალმა 38.6 აჩვენა, ამიტომ შემოთავაზებას — აიბოლიტის ფორმაში და ზღაპრების გუდით ჩემს მოსანახულებლად ამოსულიყო უსიტყვოდ დავთანხმდი, გაცნობიდან მეოთხე დღის კვალობაზე წარმოუდგენელი იყო, განსაკუთრებით ჩემი საყვარელი პოლონელი მზარეულისთვის, რომელიც ბიჭებს არ სწყალობდა, მითუმეტეს უცხოებს, თითო ნაკლს მაინც უძებნიდა და კარტოფილის გემრიელ ღვეზელებსაც ამორჩევით მთავაზობდა.
ჩემზე რვა წლით უფროსი, ქალაქს მოდებული, ქარიზმატული და სიმპატიური ბიჭი დაძაბული, დაბნეული და გაკვირვებული, მოკრძალებით ჩამოჯდა ლოგინთან და ვერაფრით გაიგო ქვეტექსტი — როცა სტუმრად პირველად ამოსულს ლოგინში, საღამურით და შუბლზე შარფშემოკრული დავხვდი.
მინიშნება გვერდით მიწოლაზე ნამდვილად ვერ იქნებოდა, ამას ჯერ კიდევ ორი დღით ადრე ტელევიზიის ფოიეში მიხვდა, როცა გახმოვანებიდან შესვენებაზე გამოსულმა გორგოლაჭებიანი სკამით გასწრობანას სათამაშოდ გავიწვიე -, აი. მაშინ, პირდაპირ თვალებში ჩამხედა და ბავშვობაში მაბრუნებო მითხრა ღიმილით. ზუსტად მახსოვს, ჯადოსნური სუნი — მთელს ოთახს რომ მოედო და სითბო — მთელს სხეულში რომ ჩამეღვარა.
… სიცხე უფრო ზემოთ მიდიოდა, ხოდა ჩვეულებისამებრ საბანი თითქმის ცხვირამდე ავიწიე, ბევრ ნაწილად მოვიკეცე და:
— არ იფიქრო მძინავს, ყურადღებით გისმენ-თქო ჩავიბურტყუნე… ფაქტიურად ჩემს თავთან, იატაკზე გადმოინაცვლა და ყველაზე სანუკვარი ხმით დაიწყო:
— იყო და არა იყო რა,იყო ერთი შორეული პლანეტა, სადაც პატარა უცნაური ბიჭი ცხოვრობდა.
— რატომ იყო უცნაური? — ვკითხე თვალებდახუჭულმა და მექანიკურად მისი ხელის ძებნა დავიწყე.
— რა სულსწრაფი ხარ — ხელი ჩამკიდა და განაგრძო.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › "ვერცხლის წყალმა 38.6 აჩვენა, ამიტომ შემოთავაზებას — აიბოლიტის ფორმაში და ზღაპრების გუდით ჩემს მოსანახულებლად ამოსულიყო უსიტყვოდ დავთანხმდი, გაცნობიდან მეოთხე დღის კვალობაზე წარმოუდგენელი იყო, განსაკუთრებით ჩემი საყვარელი პოლონელი მზარეულისთვის, რომელიც ბიჭებს არ სწყალობდა, მითუმეტეს უცხოებს, თითო ნაკლს მაინც უძებნიდა და კარტოფილის გემრიელ ღვეზელებსაც ამორჩევით მთავაზობდა.
ჩემზე რვა წლით უფროსი, ქალაქს მოდებული, ქარიზმატული და სიმპატიური ბიჭი დაძაბული, დაბნეული და გაკვირვებული, მოკრძალებით ჩამოჯდა ლოგინთან და ვერაფრით გაიგო ქვეტექსტი — როცა სტუმრად პირველად ამოსულს ლოგინში, საღამურით და შუბლზე შარფშემოკრული დავხვდი.
მინიშნება გვერდით მიწოლაზე ნამდვილად ვერ იქნებოდა, ამას ჯერ კიდევ ორი დღით ადრე ტელევიზიის ფოიეში მიხვდა, როცა გახმოვანებიდან შესვენებაზე გამოსულმა გორგოლაჭებიანი სკამით გასწრობანას სათამაშოდ გავიწვიე -, აი. მაშინ, პირდაპირ თვალებში ჩამხედა და ბავშვობაში მაბრუნებო მითხრა ღიმილით. ზუსტად მახსოვს, ჯადოსნური სუნი — მთელს ოთახს რომ მოედო და სითბო — მთელს სხეულში რომ ჩამეღვარა.
… სიცხე უფრო ზემოთ მიდიოდა, ხოდა ჩვეულებისამებრ საბანი თითქმის ცხვირამდე ავიწიე, ბევრ ნაწილად მოვიკეცე და:
— არ იფიქრო მძინავს, ყურადღებით გისმენ-თქო ჩავიბურტყუნე… ფაქტიურად ჩემს თავთან, იატაკზე გადმოინაცვლა და ყველაზე სანუკვარი ხმით დაიწყო:
— იყო და არა იყო რა,იყო ერთი შორეული პლანეტა, სადაც პატარა უცნაური ბიჭი ცხოვრობდა.
— რატომ იყო უცნაური? — ვკითხე თვალებდახუჭულმა და მექანიკურად მისი ხელის ძებნა დავიწყე.
— რა სულსწრაფი ხარ — ხელი ჩამკიდა და განაგრძო.
— პატარა იყო და დიდი, დიი-დი გული ჰქონდა, სერიოზულად არავინ აღიქვამდა და სახელად ერქვა დანკო. ერთხელაც პლანეტას დიდი განსაცდელი დაატყდა თავს, ბოროტმა ძალებმა სინათლე და სითბო წაართვეს. საშინელმა წყვდიადმა დაისადგურა… ათასგვარი ხერხით სცადეს.