არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ნუ დაქორწინდებით მასზე, ვიდრე არდადეგებს ერთად არ გაატარებთ

ერთმანეთი რა თქმა უნდა ძალიან გიყვართ, მაგრამ ოდესმე უცხო გარემოში ერთად ყოფილხართ?
თუ გსურთ ადამიანი კარგად გამოსცადოთ და გაიგოთ მისი ყველაზე ეგოისტური თვისებები — აუცილებლად იმოგზაურეთ ერთად.
1.მოგზაურობა კარგად წარმოაჩენს ადამიანის დადებით თუ უარყოფით თვისებებს
შესაძლოა პირველი ერთობლივი მოგზაურობა სულაც არ მოგეწონოთ. ამ დროს ადამიანი კარგად ავლენს ეგოისტურ თვისებებს, გარდა ამისა ძალიან მგრძნობიარე ხდება, ამიტომ კარგად გაერკვევით რამდენად კომფორტულად გრძნობთ მასთან თავს.
2.თუ მასზე დაქორწინებას აპირებთ, ერთად დისკომფორტშიც კი კომფორტულად უნდა გრძნობდეთ თავს
სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, აბსოლუტურად სხვა გარემოში ხვდებით, ამიტომ თქვენი პარტნიორი ჩვეულებისამებრ
ვერ მოიქცევა. ისეთ თვისებებს ავლენს, რომელზეც მიჩვეული არ ხართ. ამით გაიგებთ თუ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება, როცა ტკბილი პერიოდი სრულდება.
3.მოგზაურობისას უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს
მოგზაურობა ორივე პარტნიორს ჩვეულ გარემოს წყვეტს და მათი ყურადრება მხოლოდ ერთმანეთისკენაა მიმართული. თუ დიდი ხანია მგზავრობთ, ამ დროს კი თავს უფრო ბედნიერად გრძნობთ, ვიდრე ჩვეულებრივ, ე.ი. თქვენ ნამდვილად ეწყობით ერთმანეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაფიქრება მოგიწევთ, აკეთებთ თუ არა სწორ არჩევანს.
4.ხასიათის გამოცნობა
ნახეთ როგორ იქცევა სტრესის დროს, თუ აღმოაჩინა რომ საკმარისი სამოსი არ აქვს ან რაიმე ნივთს დაკარგავს. თუ ფრენას რამდენიმე საათით გადადებენ, დააკვირდით — ნამდვილ ელექტრო შოკს ემსგავსება თუ ისეთივე მშვიდია.
5.მოგზაურობა გაჩვენებთ რამდენად დამოუკიდებელია
მოგზაურობა, საუკეთესო ხერხია გაარკვიოთ რამდენად დამოუკიდებელია თქვენი პარტნიორი.
არიან ბიჭები, რომლებსაც ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული, გაბედული გოგონები მოსწონთ. ზოგიერთს კი არ მოსწონს.
ამიტომ არჩევანი თავად გააკეთეთ, როცა ნახავთ რამდენად კომფორტულად გრძნობს გოგონა თავს სხვა ქალაქში, ტყეში თუ ველურ პირობებში. გაიგეთ რამდენად შეძლებს აჰყვეს თქვენი აქტიური ცხოვრების რიტმს.
ნუ დაქორწინდებით ადამიანზე, ვისთან ერთადაც არასდროს გიმოგზაურიათ.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი