არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ფოთში ევროპული სტანდარტებით მოწყობილი სარაგბო ბაზა „პარკი-არენა" გაიხსნა

31 აგვისტოს ფოთში, 8 მარტის ქუჩაზე, მდებარე სარაგბო ბაზა „პარკი-არენა" ოფიციალურად გაიხსნა. რაგბის ბაზა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით არის მოწყობილი.
ბაზაზე განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. ბუნებრივსაფარიანი მოედანი 2 500 მაყურებელზეა გათვლილი. ხოლო მეორე, ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 500 მაყურებელს იტევს.
კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით. „პარკი-არენას" ტერიტორია მოიცავს 2 ჰექტარს.
,,პარკი-არენას’’ საზეიმო გახსნა ფოთელმა და თბილისელმა მორაგბეებმა ამხანაგური მატჩით აღნიშნეს.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი