იყიდება მცენარე მონსტერა 17 წლის თავისი ქოთნით

550ლ.,
თბილისი | დამატებულია: 10 მაისი 2022, ნომერი: 105367
იყიდება მცენარე მონსტერა 17 წლის თავისი ქოთნით - სურათი 1
ლიბო-1
კონტაქტები:

მისამართი: თბილისი, რაიონი საბურთალო,

    იყიდება მცენარე მონსტერა 17 წლის თავისი ქოთნით, სიმაღლე 3.70 მ. გამოდგება ინტერიერის გასაფორმებლად, ფასი 550 ლარი. 555-66-92-74.
    მონსტერა
    მიეკუთვნება ნიუკასებრთა ოჯახს და აერთიანებს 50მდე სახეობას.გავრცელებულია სამხ. და ცენტრ.ამერიკაში. სახელი ეწოდა მისი დიდი ზომის და საშიში შესახედაობის გამო- მონსტრი- ურჩხული.მარადმწვანე ბუჩქი ან ლიანაა სქელი ტოტებით,ხშირად აქვს საჰაერო ფესვები.ტოტები მხოხავია.ფოთლები დიდი ზომის გრძელ ყუნწზე, ტყავისებურია, დაჭრილი სხვადასხვა ზომით და ფორმით, მუქი მწვანე. ყვავილები ტაროა, სქელი ცილინდრული ფორმის. ზედა ყვავილები ორსქესიანია, ქვევით კი - სტერილური. კარგად გავრცელებული ოთახის მცენარეა მისი უპრეტენზიოობის და ადვილი მოვლის გამო.იგი ჰაერის იონიზაციას ახდენს, რაც კიდევ ერთ პლიუსს წარმოადგენს .
    განათება - ესაჭიროება გაბნეული, მაგრამ მკვეთრი სინაათლე, ოპტიმალური ადგილია დას. ან აღ. მხარე. ჩრ. მხარეზე განათება არ ეყოფა, ს. მხარეს კი - დასჭირდება შუადღეზე ჩამოფარება. კარგი განათების პირობებში საკმაოდ დიდი იზრდება, ლამაზად დაჭრილი ფოთლებით. არასაკმარისი განათებით კი სუსტი და წვრილი საჰაერო ფესვები და პატარა ახალი ფოთლები ექნება. სხვა ადგილზე მისი გადადგმა უმიზეზოდ არ შეიძლება.
    ტემპერატურა - რაც მაღალი იქნება ოთახში ტემპერატურა, მით აქტიურად გაიზრდება მცენარე, ოპტიმალურია 20-25გრ. ზამთარში არ უნდა ჩამოვიდეს 10 გრ ზე დაბლა, კარგადაა 16-18გრ ზე. განსაკუთრებით საშიშია ზამთარში და შემოდგომაზე ორპირი.
    მორწყვა - გაზაფხულ - ზაფხულში უხვად რწყავენ მას მერე, რაც მიწის ზედა ფენა შეშრება რბილი, ნადგამი წყლით. საშემოდგომოდ ამცირებენ , ზამთარში კი 2-3 დღეში ერთხელ მიწის ზედა ფენის გაშრობის მერე. არ შეიძლება არც ზედმეტი - ფესვები ლპობას იწყებს, ფოთლები კი ულაქავდება.
    შესხურება - მცენარე დადებითად რეაგირებს შესხურებაზე. ნამავენ თბილი ნადგამი წყლით, ხანდახან უწმენდენ ფოთლებს სველი ღრუბლით.
    კვება - მოზრდილი მცენარე ორგანულ და მინერალურ სასუქს საჭიროებს თვეში 2ჯერ გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე. ახალგაზრდა მცენარე არაა აუცილებელი კვებოთ.
    გასხვლა - თუ მცენარე ზრდას შეანელებს, მას თავს აჭრიან, რაც ასტიმულირებს გვერდითა ტოტების განვითარებას.
    საჰაერო ფესვები - ყველა ფოთლიდან მცენარეს ეზრდება საჰაერო ფესვი. მას არ აჭრიან. დებენ ქოთანში მცენარესთან ან დამატებით ქოთანში, სადაც ნოყიერი სუბსტრატია, იგი აუმჯობესებს მცენარის კვებას. თუ ის ცუდად ვითარდება და მიწამდე ვერ აღწევს, მაშინ დებენ წყლიან ბოთლში, ან ახვევენ სველ სფაგნუმში. წვიმის წინ მოღრუბლულ ამინდში ან ზამთარში გამოთბობამდე ფოთლის ბოლოებზე გროვდება წყლის წვეთები.
    ყვავილობა - ბუნებაში მცენარე ყოველ წელს ყვავის. სახლის პირობებში ეს იშვიათად ხდება. კარგი კვებით 2 წლის შემდეგ შეიძლება ამოუვიდეს დიდი ყვავილედი ორსქესიანი ყვავილებით, რომლებიც შეკრულია ტარო ყვავილედად კრემისფერი ყვავილსაფარით. თუ ნაყოფიც დამწიფდა, ყვავილსაფარი ხევდება და ვარდება, იისფერი თანანაყოფი 20 სმ ია სიგრძით, ჰგავს სიმინდის ტაროს. ნაყოფი წვრილი , წვნიანი და ერთად მიტყუპებულია, მოტკბო გემო და ანანასის და მარწყვის არომატი აქვს.
    გადარგვა - ახალგაზრდა მცენარეს ყოველ წელს რგავენ მოზრდილს თავიდან 2 წელიწადში, მერე კი 4 -5 წელიწადში ერთხელ.ახალგაზრდას რგავენ ნეიტრალურ ან სუსტად მჟავე სუბსტრატში ქვიშის,
    გაუქმება