არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"
განცხადება ამოღებულია პუბლიკაციიდან
26 აპრილი 2020

სასწავლო ცენტრი "აიელსი" გთავაზობთ თურქული ენის

თბილისი | დამატებულია: 1 თებერვალი 2017, ნომერი: 58843

სასწავლო ცენტრი "აიელსი" გთავაზობთ თურქული ენის, 80ლ.

თბილისი | 1 თებერვალი 2017, ნომერი: 58843, დათვალიერება: 1511
    თურქული ენა
    სასწავლო ცენტრი "აიელსი" გთავაზობთ თურქული ენის შემსწავლელ კურსებს. მასწავლებლად მოწვეულია პროფესიონალი პედაგოგი, რომელსაც განათლება მიღებული აქვს თურქეთში და აქვს თურქული ენის მასწავლებლად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
    თურქული ენის ზოგადი კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის. სასწავლო პროგრამა ისეა შედგენილი, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოთ დამოუკიდებლად საუბარი. სწავლა წარმოებს დონეების მიხედვით (6 დონე: A1, A2, B1, B2, C1, C2).
    .
    A1- A2 შეისწავლება: წერა-კითხვა, გრამატიკის საფუძვლები, სიტყვების სწორად გამოთქმა, მარტივი წინადადებების აგება და მარტივი საკომუნიკაციო ენა.
    .
    B1- B2 შეისწავლება: გრამატიკის სრული კურსი, დამოუკიდებლად საუბარი ნებისმიერ სიტუაციაში, ზოგადი სამეცნიერო თემატიკა, პრესისა და მედიის აღქმა-გაანალიზება და თარგმანი, ენისთვის დამახასიათებელი დიალექტების დახვეწა.
    .
    C1- C2 შეისწავლება: პროფესიონალურ დონეზე თურქულ ენაზე საუბარი, რთული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დახვეწა, ნებისმიერი დიალოგისა და ტექსტის თარგმნა.
    .
    სწავლის პროცესში გამოყენებული იქნება აუდიო მასალები, თურქული ენის თამანედროვე სასწავლო დადამხმარე კლასგარეშე ლიტერატურა: Dilseti,Tőmer,Adım Adım Tűrkçe, Tűrkçe Őğreniyoruz, Gőkkuşaği Tűrkçe, Hitit. ასევე თურქული ენის სახელმძღვანელოები ირინე გოცირიძის, ელიდა კვანტალიანის და ნანა ჯანაშიას ავტორობით.
    კურსის გავლის შემდეგ ტარდება სასერთიფიკატო გამოცდა. წარჩინებულ სტუდენტებს რეკომენდაციას გავუწევთ თურქულ კომპანიაში სამუშაოდ.
    .
    დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ასევე გაიარონ მოკლევადიანი კურსი (2-3 თვე).
    .
    კორპორაციული კლიენტებისათვის მეცადინეობების ჩატარება შესაძლებელია როგორც თქვენს ოფისში (დროის დაზოგვის თვალსაზრისით), ასევე ჩვენთან, თქვენთვის სასურველ საათებში.
    .ერთი თვის სწავლის ღირებულება თითოეულ მოსწავლეზე შეადგენს:
    • კვირაში 2-ჯერ: ჯგუფში 3-4 მოსწავლე: 80 ლარი, წყვილში 100 ლარი.
    • პროფესიული მიმართულებები: 120 ლარი (ჯგ), 140 (წყ).
    კურსის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გაიცემა ევროპული სტანდარტის ორენოვანი სერტიფიკატი.
    მობრძანდით აიელსში! კმაყოფილი დარჩებით!
    სპეციალური შეთავაზება თურქელენოვან მსურველებს ისწავლონ ქართული ენა. გაგვაჩნია შესაბამისი ლიტერატურა ნიკოლაიშვილის და ილურიძის ავტორობით.
    მ.ისანი, ( ისნის გამგეობასთან ახალ აშენებულ 12 სართულიან საათიან შენობაში,) ჰოლბრუკის ქუჩა N1, II სად. IV სართ., მ.დელისი, ვაჟა ფშაველას ქ. 45. ბიზნესცენტრი. დაგვიკავშირდით და გაიარეთ რეგისტრაცია კურსზე: 227-36-01, 277-62-06, 595-42-49-89. ILC.ge, ilcposta@gmail.com