არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"
განცხადება ამოღებულია პუბლიკაციიდან
10 მარტი 2020

კურსი java პროგრამირებაში.

თბილისი | დამატებულია: 11 ნოემბერი 2019, ნომერი: 90605

კურსი java პროგრამირებაში., 1ლ.

თბილისი | 11 ნოემბერი 2019, ნომერი: 90605, დათვალიერება: 285
    კურსი java პროგრამირებაში.
    ზოგადი აღწერა:
    კურსი მოიცავს ობიექტზე ორიენტირებული ენა java-ს მეშვეობით ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების მეთოდების შესწავლას,ასევე ალგორითმების აგებისა და ანალიზის საფუძვლებს,ფუნდამენტურ ალგორითმებს, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის, რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობისა,XML და ვებ პროგრამირების საფუძვლებს.
    რა უნდა შემეძლოს კურსის გავლისათვის??
    მონაწილეებს არ მოეთხოვებათ რაიმე სპეციალური ცოდნა პროგრამირებაში კურსის დაძლევისათვის.მათ უნდა ქონდეთ მხოლოდ კომპიუტერთან მუშაობის ძირითადი უნარ- ჩვევები.
    რას შესძლებს მონაწილე კურსის დასრულების შემდეგ?
    კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ პროგრამულად გადაჭრათ თქვენს წინაშე დამდგარი საშუალო და რთული ამოცანები. თქვენ შეგეძლებათ შექმნით გრაფიკული სამომხმარებლო ინტეფეისი, მაგალითად windows კალკულატორი, კალენდარი. ბანკომატის ინტერფეისი.თამაშები: ”XO”, სუდოკუ და ა.შ.ვებ აპლიკაციები, როგორიცაა ონლაინ მაღაზია, ბიბლიოთეკა, ტესტირების სისტემა და ა.შ.
    კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეს ექნება საკმაოდ მყარი ცოდნა ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ძირითადი პრიციპების შესახებ (მემკვიდრეობა, ინკაფსულაცია, პოლიმორფიზმი, კლასი, ობიექტი) ჯავას გამოყენებით.მათ შეეძლებათ სასურველი ინფორმაციის მიღება ინტერნეტიდან:stackoverflow და ა.შ. ასევე მონაწილეს ექნება კარგი წარმოდგენა computer science-ს შესახებ.ესენია ფუნდამენტური ძებნისა და დალაგების ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები. სტუდენტები შეისწავლიან მრავალნაკადიან პროგრამირების,სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინის, დიზაინის ნიმუშების, რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის, XML დოკუმენტების დამუშავების და ვებ პროგრამირების საფუძვლებს ჯავაში,რის შედეგადაც მათ შეეძლებათ დამოუკიდებლად გაიღრმავონ ცოდნა ლიტერატურის დახმარებით ჯავაში ან ძალიან მარტივად და სწრაფად შეისწავლონ Android აპლიკაციების პროგრამირება ან სხვა პროგრამული ენები, როგორიცაა:c#,php,javascript და აშ.
    სწავლების მეთოდოლოგიები:
    სწავლების პროცესი არ მოიცას მხოლოდ ენის სინტაქსის სწავლებას,არამედ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ყველა პროცესს. გამოიყენება სწავლების ვიზუალური მეთოდი. ყურადღება მიექცევა პროგრამირების კარგ სტილს და სუფთა,კარგად კომენტირებული კოდის წერას. მიუხედავად პროგრამის დატვირთულობისა მასალა ისეთი დოზითაა შერჩეული, რომ მისი დაძლევა ადვილი იყოს.სტუდენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია სლაიდების სახით. შემდეგ ისმევა ამოცანა და ხდება მისი განხორციელება ყველა ეტაპის და დეტალის გათვალისწინებით. ამის შემდგომ სტუდენტებს ეძლევათ პრაქტიკული დავალება,რომლის გარჩევაც ხდება შემდგომ. მნიშვნელოვანია ალგორითმების ხელით დაფაზე ტრასირება და სტრიქონ-სტრიქონ კოდის გარჩევა, რაც მაქსიმალურად ადვილად გასაგებს ხდის მასალას.პროცესი არის ინტერაქტიული და მიმდინარეობს ორმხრივი კითხვა-პასუხის რეჟიმში.ყოველ ტრენინგზე მოხდება კონკრეტული case study-ს გარჩევა, რომელის მოიცავს რეალურთან მიახლოებულ ამოცანის იმპლემენტაციას სხვადასხვა სფეროდან: საბანკო საქმე, მათემატიკა, ფიზიკა, ბიზნესი, ალგორითმები, თამაშები და ა.შ., რაც საინტერესოს ხდის სწავლების პროცესს.სტუდენტებს ეძლევათ დავალება და ასევე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული პროგრამული მაგალითები დასამუშავებლად.ასევე ეძლევათ სლაიდები