არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ამ ულამაზეს და-ძმას იშვიათი დაავადება აქვს

პოდიუმის 18 წლის ამომავალ ვარსკვლავს ბელა ჰადიდს და მის 16 წლის ძმას ანვარს ლაიმის დაავადება აქვთ, სწორედ ის, რომელსაც კინაღამ შეეწირა მომღერალი ავრილ ლავინი. ეს საშინელი სიმართლე და-ძმის დედამ, 51 წლის იოლანდა ფოსტერმა გაამხილა.
ბელა რა ხანია წარმატებულია მოდის სამყაროში. მანამდემისი დის, ჯიჯი ჰადიდის სახელი ყველას პირზე ეკერა. ჯიჯი ბოლო ორი წელია ყველაზე პოპულარულ და ლამაზ მოდელებს შორის მოიხსენიება და წარმატებული კარიერა აქვს. ქერა ჯიჯის შავთმიანი და ასევე მშვენიერი უმცროსი და ჰყავს, რომელმაც დის კვალდაკვალ მოსინჯა ძალები პოდიუმზე და მოიპოვა კიდეც წარმატება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ბელას საკმაო ძალიხსმევის გამოვლენა და საკუთარ თავზე მაღლა ახტომაც უწევს ამ რეჟიმში ცხოვრებისთვის, რადგან მძიმე დაავადებას ებრძვის.

ბელასა და მის უმცროს ძმას ანვარს 2012 წელს დაუსვეს ლაიმის დაავადების დიაგნოზი – ეს ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტკიპის ნაკბენი იწვევს და ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია ამერიკაში. დაავადებას თან ახლავს თავის ტკივილები, სახსრების ტკივილი, სიცხე, სისუსტე, ნერვული სისტემისა და თვალების დაზიანება. თუ მას საწყის სტადიაზე ვერ აღმოაჩენენ და დროულად არ უმკურნალებენ, მას შეუძლია ინვალიდობა ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ამ დაავადებისგან ავრილ ლავინი ხუთი თვე ებრძოდა სიკვდილს.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი