არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

”ჩემი მეუღლე და ნოდარ დუმბაძე მართლაც ერთ საკანში ისხდნენ..." - ვინ იყო ლიმონა სინამდვილეში?! (ექსკლუზივი)

”ერთხელ მისთვის ვიღაც ბიჭი მოუყვანიათ — ამას ქურდობა სურს და შენ რას იტყვიო? ილოს ("ლიმონას") დაწვრილებით გამოუკითხავს ყმაწვილისთვის, — ვინ ხარ, მშობლები რას საქმიანობენო და ა.შ. ბოლოს უთქვამს: ”პროფესორების ოჯახიდან ყოფილხარ, ფულიც ბლომად გქონია, მაშ, რაღად გინდა ქურდობა?!”

”კვირის პალიტრის” არქივიდან, 2001 წლის მარტი(ფოტოები ქვეყნდება პირველად):

”შეყვარებას ვერ ვასწრებ, ძალიან მალე მიჭერენ.… ერთი უნაყოფო კაცი ვარ, მოვკვდები და დევდარიანების ეს შტოც მოკვდება” — წუხს ”თეთრი ბაირაღების” პერსონაჟი, ქურდი ლიმონა.

სინამდვილეში, ილო დევდარიანმა — ლიმონას პროტოტიპმა — შეყვარებაც მოასწრო და მშვენიერი ოჯახის შექმნაც.

ტიგრან გულოიანთან ინტერვიუ უკვე შემოგთავაზეთ, დღეს კი ”თეთრი ბაირაღების” სხვა გმირის მეუღლის, ვაჟისა და ერთ-ერთი შვილიშვილის (პატარა ილო დევდარიანის) სტუმრები ვართ და მთაწმინდის კოლორიტულ უბანში სწორედ იმ ერთი ციცქნა ოთახში ვიმყოფებით, სადაც სახელგანთქმული ლიმონა ცხოვრობდა.

ციალა ჭუაძე-დევდარიანი (ილო დევდარიანის მეუღლე):


”ილო 1954 წელს გავიცანი, როცა ის 26 წლისა იყო. მთაწმინდაზე მეზობლად ვცხოვრობდით. მაშინდელი თბილისი საოცრად თბილი ქალაქი იყო, ხალხიც — ვაჟკაცური, ალერსიანი და ზრდილი. მახსოვს, ბიჭები ერთმანეთში რომ იჩხუბებდნენ, მერე აუცილებლად რიგდებოდნენ და ერთად მიდიოდნენ ხოლმე საქეიფოდ.ილოს დედა — ამაშუკელის ქალი — მთელ უბანს გვიყვარდა. დაგვსხამდა ახალგაზრდებს და ისეთ საინტერესო ამბებს გვიყვებოდა, პირდაღებულები შევცქეროდით. მის მოსმენას

არაფერი სჯობდა. იმ დროს მეზობელი და ოჯახის წევრი თითქმის ერთი და იგივე იყო და ამდენად, ილოსთანაც მეტად ახლოს ვიყავი. ერთად დავდიოდით კინოში, ვთამაშობდით ლოტოს, თუმცა მეგობრობის გარდა სხვა რამ ურთიერთობა არ გვაკავშირებდა. მერე, 1956 წელს, საცხოვრებლად სხვა უბანში გადავედი და მანაც სწორედ მაშინ დამიწყო უკან დევნა. ილოს საქციელით, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დავრჩი — მანამდე მისგან ხომ არასოდეს მიგრძვნია ამგვარი ყურადღება.ცოლობაზე თავდაპირველად, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, თუმცა ილოს ფარ-ხმალი არ დაუყრია. ჩვენმა საერთო მეგობარმა, ლევიკო რამიშვილმა (ილოს მომავალმა მეჯვარემ) მითხრა: ”ციალა, თუ ილოს გვერდით დაუდგები, ამით უდიდეს სიკეთეს გამოიჩენ, იცოდე, ის თვინიერი ადამიანია და ყველაფერში დაგიჯერებს. თანაც, ცოდვაა ბიჭი, გულით და სულით უყვარხარ”.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი