არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"
განცხადება ამოღებულია პუბლიკაციიდან
6 სექტემბერი 2016

კომპიუტერული სისტემები და ქსელები

თბილისი | დამატებულია: 16 აგვისტო 2016, ნომერი: 51085

კომპიუტერული სისტემები და ქსელები, 111ლ.

თბილისი | 16 აგვისტო 2016, ნომერი: 51085, დათვალიერება: 748
    სასწავლო კურსის მიზანი
    კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებლად გადაჭრას კომპიუტერული პრობლემები: (რემონტი, აწყობა, დიაგნოსტიკა, მონაცემების გაძლიერება);
    სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ოპერაციული სისტემის სტრუქტურა და ფუნქციები, შეისწავლონ ოპერაციული სისტემა Windows 7/8.1, შეძლონ ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, გამართვა, ადმინისტრირება, სისტემასთან მუშაობის პროცესში შექმნილი პრობლემის გასწორება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
    კურსი ასევე განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები, ქსელის დაგეგმვა, აგება და მონტაჟი; სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება, ქსელური მოწყობილობების გამოყენება, ქსელური პროტოკოლები, ქსელური ტოპოლოგიები და მისი არქიტექტურა; ქსელის OSI და TCP/IP მოდელები და დამისამართება; უსაფრთხოების საფუძვლები, წვდომის კონტროლის მექანიზმები და Firewall-ის ტიპები, კონფიგურაცია და მართვა, VPN ტექნოლოგიის საფუძვლები; ქსელში წარმოშობილი პრობლემის მოძიება და აღმოფხვრა; უკაბელო ქსელის მონტაჟი და უსაფრთხოება; ქვექსელებად დაყოფა (Subnetting); კაბელური და უკაბელო მარშრუტიზატორების კონფიგურაცია და მონტაჟი; ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება; მცირე და საშუალო ზომის ქსელის აგება და ადმინისტრირება.
    სასწავლო კურსის მიზანია მსმენელი გაეცნოს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად ცნებებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვის პრობლემებს. შეისწავლოს მათი გადაწყვეტის გზები და საშუალებები.
    სასწავლო კურსის პროგრამა:
    1 .ინფორმაციის ცნება, ინფორმაციის სახეები, ინფორმაციის საზომი ერთეულები; ორობითი სისტემა; სისტემური ბლოკის (CASE); კვების ბლოკის (PSU); სისტემური პლატის (Motherboard) არქიტექტურა; ტიპები; ფორმფაქტორები; ჩიპსეტი; სისტემური რესურსები და მათი დანიშნულება; ცენტრალური პროცესორი (CPU); მისი მახასიათებლები; პროცესორის პრაქტიკული განხილვა;
    2. მუდმივი მეხსიერების მოწყობილობის ტიპები; ოპერატიული მეხსიერების ტიპები; მეხსიერების მოდულები; ქეშმეხსიერება; მეხსიერების შეცდომები; მყარი დისკის (HDD); CD/DVD/Flash მოწყობილობების თეორიული და პრაქტიკული განხილვა; დამგროვებლების ინტერფეისის ტიპები; ფაილური სისტემების (FAT, NTFS, exFAT) მიმოხილვა;
    3. ვიდეო ადაპტერის (Video card); მონიტორის ტიპები და მათი მახასიათებლები; ქსელის ადაპტერის; აუდიოადაპტერის; გამაგრილებელი სისტემების (Cooler) თეორიული და პრაქტიკული მიმოხილვა; გაფართოების სლოტების და პორტების განხილვა; პორტები და კაბელები;
    4. უსაფრთხოების დაცვა ლაბორატორიული პროცედურების დროს და ხელსაწყოების სწორი გამოყენება; კომპიუტერის დაშლა/აწყობა; BIOS-ის თეორიული და პრაქტიკული განხილვა; პარამეტრების კონფიგურაცია;
    5. პროფილაქტიკური ღონისძიებების ძირითადი მიზნებისა და წესების განხილვა; პრობლემის აღმოფხვრის პროცესები; კომპიუტერის მოწყობილობების დიაგნოსტიკა; ტესტირება; პრობლემის აღმოფხვრა;
    6. ვირტუალური მანქანის (Vmware Workstation, Virtualbox) ინსტალაცია/კონფიგურაცია; Windows 7/8.1-ის ინსტალაცია; Windows Upgrade; Windows 7/8.1-ის ჩამტვირთავი ფლეშის შექმნა; Personalize, Display; Taskbar and Start Menu; Notification Area Icons; Power Options, Aero (Peek, Snap, Shake); Start მენიუს პროგრამები;
    7. ფაილებთან და საქაღალდეებთან მუშაობა;